„თბილისი მოლთან” დაკავებულ 8 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა – გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განისაზღვრა, ისინი საპატიმრო დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.
გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5 000-ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
გუშინ, 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი მოლთან” აქციაზე დაკავებულ 8 პირზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო.
დაკავებულთა შორის არიან:
1991 წელს დაბადებული ირაკლი წიგნაძე
1982 წელს დაბადებული ირაკლი ტაბატაძე
2004 წელს დაბადებული ნიკოლოზ კუტუბიძე
1992 წელს დაბადებული ვასილ ელიავა
1978 წელს დაბადებული ნიკოლოზ ქუმსიშვილი
1994 წელს დაბადებული ალექსანდრე გოგოლაძე
1992 წელს დაბადებული დიმიტრი ბიძინაშვილი
1975 წელს დაბადებული გიგი უგულავა
ისინი დაკავებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.