TBILISI NEWCOMERS-ის ფინალური კონცერტის შემდეგ მონაწილეები საქველმოქმედო აქციას შეუერთდებიან

2 ივნისს, 16:00 საათზე, TBILISI NEWCOMERS 2024-ის ფინალური კონცერტი გაიმართება, კლუბში KHIDI.

დასწრება თავისუფალია.

2024 წლის კონკურსში, მონაწილეობის სურვილი ასამდე მუსიკოსმა გამოხატა. მეორე ეტაპზე, „ლენო რექორდსში“ ცოცხალი შესრულებით პროდიუსერების წინაშე 20 მუსიკალური პროექტი წარსდგა, საიდანაც ფინალური კონცერტისთვის შეირჩა 11 არტისტი.

ფინალურ კონცერტზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული მუსიკალური პროექტი, რომლებიც TBILISI OPEN AIR 2024-ის მთავარ სცენასა და ზინგერ სცენაზე დაუკრავენ.

TBILISI NEWCOMERS 2024-ის ფინალური კონცერტის შემდეგ მონაწილეები შეუერთდებიან რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ საქველმოქმედო აქციას: „მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის “, სადაც ადგილობრივი მუსიკოსები, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაპატიმრებული ადამიანების მხარდასაჭერად კონცერტს გამართავენ.