TBILISI OPEN AIR 2024 დღეს იწყება

პუბლიკა

დღეს 15:00 საათიდან TBILISI OPEN AIR 2024 იწყება.

ფესტივალი სამი დღე გაგრძელდება – 21,22,23 ივნისი.

მოწყობილია ოთხი სცენა, წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი არტისტი.

ორგანიზატორების თქმით, გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაცია ევროზონაში. იქნება საუბრები, დისკუსიები, გათამაშებები – FREEDOM VILLAGE-ში.

„ეს და უამრავი სხვა თავშესაქცევი აქტივობა დაგხვდებათ წელს ფესტივალზე, რომელიც 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. მუსიკა ათავისუფლებს!”