„თბილისი პრაიდი" ლევან ვასაძეს ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ბილეთს ჩუქნის

პუბლიკა

„თბილისი პრაიდის” გუნდი გულწრფელად შევწუხდით, რომ ლევან ვასაძემ ვერ შეძლო ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის დროულად შეძენა და გადავწყვიტეთ, ჩვენი კუთვნილი ბილეთი გავუგზავნოთ მას საჩუქრად”, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდი” ფეისბუქზე წერს,

„ვაცნობიერებთ, რომ კინოთეატრებში ბევრად სასიამოვნოა ამ ფილმის ნახვა და ასევე, ვითვალისწინებთ იმ მსხვერპლსაც, რომელიც ლევანმა გაიღო, სპეციალურად გადადო რა მონაწილეობა დედების სიწმინდის დღის ღონისძიებაში, რომელიც მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ბუდაპეშტში იმართება. ჩვენ არავის დავტოვებთ მარტო!”, – წერს „თბილისი პრაიდი”.