თბილისიდან ბათუმში ჩასვლას 3 საათში შევძლებთ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათში გახდება შესაძლებელი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთზე ახალი მაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების გაცნობისას განაცხადა.

მისი ცნობით, რიკოთის მონაკვეთზე 96 ხიდი და 53 გვირაბი შენდება, პროექტი ჯდება 2 მილიარდ ლარზე მეტი და სრულად დასრულდება 2024 წელს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით:

„რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. უკვე სექტემბერში დაგეგმილია ახალი გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა, რომელიც 6 ხიდისა და 3 გვირაბისაგან შედგება.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად 2021-2024 წლებშია დაგეგმილი. შესაბამისად, ამ დროისთვის თბილისიდან ბათუმში მგზავრობას მხოლოდ 3-3.5 საათი დასჭირდება”.