თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის ფერებში განათდა

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე ინსტაგრამზე აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ არის თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის ფერებში განათებული.

FORZA ITALIA – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

თბილისის მერიამ გაავრცელა იტალიის დროშის ფერებში განათებული საკრებულოს შენობის ფოტოც.

ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის ფერებში კორონავირუსის შედეგად მიყენებული ზიანის გამო, სოლიდარობის ნიშნადა განათდა.

„ვორლდმეტერსის” მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 4790 ახალი შემთხვევაა რეგისტირებული, გარდაცვლილია 6078 ადამიანი.