თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

მინდია გაბაძე

კორონავირუსთან ბრძოლაში თურქეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად თბილისის ანძა ამჯერად თურქეთის დროშის ფერებში განათდა.

„ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! გვჯერა ერთად დავამარცხებთ პანდემიას! – ამ მესიჯს საქართველო თურქ ხალხს უგზავნის“, – ნათქვამია თბილისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Worldometers-ის ინფორმაციით თურქეთში კორონავირუსის 65,111 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი კი 1 403-ს უტოლდება.

საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიისა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის დროშების ფერებში გაანათა.