თბილისის კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთების 99,6% პრემიერამდე 5 დღით ადრე გაიყიდა. „კინოაფიშას“ მონაცემებით, თბილისის კინოთეატრებში 16:30 საათისთვის 5687 ბილეთი უკვე გაიყიდა. ბილეთების გაყიდვა 30 ოქტომბერს დაიწყო. კინოჩვენებები 3 დღით, 8-10 ნოემბერს გაიმართება.
„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება.
„ზაფხულში როგორც გეი აღლუმი ჩავშალეთ, ისევე ჩავშლით ამ კინოჩვენებას“, – განაცხადა ბრეგაძემ 30 ოქტომბერს.
„პუბლიკას“ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ განსაკუთრებული ზომების მიღებას არ გეგმავენ და „პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“.
წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართულ-შვედური კოპროდუქციაა, რომელიც შვედეთმა „ოსკარზე“ წარადგინა.