თბილისის მერია მერაბ ალექსიძისა და ბერბუკის ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს.
როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტერიტორიაზე სრულად იცვლება არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.
„პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება, მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება საჰაერო ელექტროსადენები. მოეწყობა გარე განათების ქსელი და მოწესრიგდება საპარკინგე სივრცეები.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, ქუჩებზე გადაადგილება გახდება უსაფრთხო და კომფორტული, როგორც ფეხით ისე ავტომობილით გადაადგილებისას. პროექტი ადაპირებული იქნება შშმ პირებისთვის“, – თქვა კახა კალაძემ.