თბილისის მერიამ ვაკის პარკში შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 47 მილიონი ლარია.
შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა – შესრულებული სამუშაოების (მათ შორის დეკორატიული სანათის ნათურების) საგარანტიო პერიოდი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელია.
დაფინანსება გათვალისწინებულია 2025-2027 წლების თბილისის ბიუჯეტიდან.
2025 წელი – 10 000 000,00 ლარი;
2026 წელი – 18 000 000,00 ლარი;
2027 წელი – 19 000 000,00 ლარი;
შესყიდვა 25 თებერვალს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 23 მარტიდან დაიწყება.
2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს ბურთი ჩაუვარდათ, მისი ამოღებისას კი დენმა დაარტყათ. დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგო, მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა.
ვაკის პარკის საქმეზე შსს-მ ცხრა პირი დააკავა.
დაკავებულთა შორის იყვნენ შადრევანზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი;