თბილისის მერის საქმიანობას გამოკითხულთა 39% დადებითად აფასებს, 25% - ცუდად - NDI

პუბლიკა

NDI-ის გამოკითხულთა 39% თბილისის მერის საქმიანობას დადებითად აფასებს, გამოკითხულთა  29% – საშუალოდ, 25% კი – ცუდად. გამოკითხულთა 5% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 2% პასუხზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, გამოკითხულთა 17%-ის შეფასებით, საკრებულოს საქმიანობა კარგია, 29%-ის აზრით – საშუალო, 29% ამბობს, რომ ცუდად, 23%-მა არ იცის, ხოლო 2%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.