თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციაა მობილიზებული

პუბლიკა

„ინფორმაცია გვაქვს, რომ პოლიციელების დიდი რაოდენობა არის მობილიზებული ეზოში და შესასვლელებთან”, – ამის შესახებ „tv პირველთან” საუბრისას კამპანია „სირცხვილიას” აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ განაცხადა.

აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი ამ დრომდე რჩება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სადაც გუშინ, 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დაკავებულთა პროცესები მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოს შენობაში ასევე მობილიზებულია პოლიცია.

„ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ, ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენი მეგობრები უნდა გათავისუფლდნენ დღესვე. იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა სასამართლო პროცესებზე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება ხელოვნურად წელავს ამ პროცესს, რომ ჩვენი აქტივისტები შემდეგი 15 დღის განმავლობაში დარჩნენ ციხეში”, – განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

ამასთან, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან მოქალაქეთა ნაწილმა საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა.

LB loan image desktop LB loan image mobile