თბილისის შემოგარენში ხანძრის რამდენიმე კერაა

პუბლიკა

თბილისის შემოგარენში ხანძრის რამდენიმე კერაა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარია ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ასევე ხანძარია წავკისში და წყნეთის მიმდებარედ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.