თბილისის სპეცუბნებში კახა კალაძე 70%-ით იგებს

პუბლიკა

თბილისის ათივე საარჩევნო ოლქის 10 სპეციალური უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 874 ხმა მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ კი – 373.

ოქმების მიხედვით სპეცუბნების შედეგები „პუბლიკამ“ დააჯამა და მიღებული ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

კახა კალაძე – 70%;

ნიკა მელია – 30%.

ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის თბილისში დათვლილია უბნების 94%, შედეგები კი ასე ნაწილდება:

კახა კალაძე – 55,53%;

ნიკა მელია – 44,47%.


საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველებს 29 სპეციალური უბანი ემსახურებოდა.