„ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაინიშნა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.
უწყების ცნობით, ხმალაძე პროფესიით იურისტია და აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
გუშინ, 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ პაატა სალიას მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა.
სალიას მოადგილეების პოსტს ასევე იკავებენ მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე და ბექა ძამაშვილი, პირველ მოადგილედ კი ლაშა მაღრაძე დაინიშნა.