თბილისის წიგნის საერთაშირისო ფესტივალი 22-27 სექტემბერს გაიმართება

პუბლიკა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 22-27 სექტემბერს გაიმართება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით ExpoGeorgia-ში ჩატარდება.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდი გახანგრძლივდა და 4 დღის ნაცვლად 6 დღის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზატორთა განცხადებით, წიგნების შეძენა შესაძლებელი იქნება Expo Georgia-ს ეზოშიც, მე-11 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (პავილიონში შეუსვლელად), სადაც შესაძლებელი იქნება წინასწარ შერჩეული წიგნების გამომცემლობების ოპერატორებთან შეძენა. წიგნების შეძენება ასევე შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმშიც  www.gpba.ge-ზე.

Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში სტუმრობის მსურველთათვის უახლოეს დღეებში გამოცხადდება წინასწარი რეგისტრაცია, რადგან პავილიონში ერთდროულად დასაშვები ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება.

ფესტივალში მონაწილეობას 40-ზე მეტი ორგანიზაცია მიიღებს, რომელთაგან თითოეული ტრადიციულად სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველს.

თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალის ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამისთვის მთავარი სცენა განთავსდება Expo Georgia-ს ეზოში, ღია ცის ქვეშ.