თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

პუბლიკა

სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვის შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეისათვის თბილისში 31 სანოტარო ბიუროზე უკვე გასცა მუშაობის განახლების ნებართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამოქმედებული სანოტარო ბიუროების სია იხილეთ ბმულზე

თბილისში, სანოტარო ბიუროების მუშაობის გასაახლებლად, აუცილებელია, სამუშაო სივრცე იძლეოდეს საშუალებას, სრულად იქნეს დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

იმისათვის, რომ თბილისში სანოტარო ბიურომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის უფლება მოიპოვოს, ნოტარიუსმა  იუსტიციის სამინისტროს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ მათი ბიურო აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

–  ბიუროს საერთო ფართობი  არის არანაკლებ 30 კვ. მეტრისა;

–  სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ  მდებარეობს შენობის ნულოვანი ნიშნულის ქვევით;

–  ნოტარიუსის სამუშაო ოთახი  გამოყოფილია სხვა ოთახებისაგან და აქვს ფანჯარა;

–  მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცის ფართობი არის არანაკლებ 15 კვ. მეტრისა და აქვს ფანჯარა, ხოლო თუ მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე, ამავე დროს, ნოტარიუსის თანაშემწის სამუშაო ოთახია, მისი ფართობი არის არანაკლებ 20კვ. მეტრისა;

–  მოქალაქის მოსაცდელად განკუთვნილი ოთახის მოპირდაპირე კედლებს შორის მანძილი არის არანაკლებ  3 მეტრისა;

–  იმ სანოტარო ბიუროებში, სადაც თარჯიმანიც მუშაობს, მისთვის ცალკე ოთახია გამოყოფილი, სანოტარო ბიუროს საერთო ფართი კი  არ არის  40 კვ. მეტრზე ნაკლები.

– იმ შემთხვევაში კი, თუკი ბიუროში ერთდროულად ნოტარიუსის ორზე მეტი თანამშრომელია (თანაშემწე, თარჯიმანი ან სხვა),  სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი არის არანაკლებ 50 კვ. მეტრისა.