თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 21 წლის ახალგაზრდა სპორტსმენი გიორგი ახალაია. მკვლელობა 16 მარტს, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში სიტყვიერი დაპიროსპირების შემდეგ დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
შსს-ში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.