თბილისში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს.
მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ეს მუხლები ერთი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.