შსს - გარდაცვლილია ერთი ოჯახის 3 წევრი

პუბლიკა

თბილისში, ატენის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში პოლიციამ 3 გარდაცვლილი ადამიანი იპოვნა.

შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.

მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ეს მუხლები ერთი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

LB loan image desktop LB loan image mobile