თბილისში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა

პუბლიკა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში იატაკი ჩაინგრა.

ამ ბინის ქვემოთ აფთიაქია განთავსებული, რომლის სივრცეც ნგრევის შედეგად დაზიანდა.

„პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილიდან 2 ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. შესაბამისი სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.

რა გახდა ნგრევის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.