თბილისში „ევროპული მარში" იმართება

პუბლიკა

“შენი ხმა ევროკავშირს” – ამ სლოგანით თბილისში მარში იმართება.

არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით გაემართნენ „ევროპის მოედანზე”.

მარშის მონაწილეთა განცხადებით ეს არის არის გზავნილი ევროპისადმი, რომ საქართველო  მისი ნაწილია.

მარშს უკვე შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. აქციაზე გაშალეს ევროკავშირის გიგანტური დროშა, რომლის ვარსკვლავებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიკერა.

&nbsp