თბილისში, ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა

პუბლიკა

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო – სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.

„პუბლიკა” ცდილობს ინფორმაციის გარკვევას.