თბილისში კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი გამოვავლინეთ, ამოღებულია ფსიქოტროპული მედიკამენტები - საგამოძიებო

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მაისის დასაწყისში, თბილისის მასშტაბით კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი გამოავლინეს.

„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დანაშაული ისჯება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლით და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.