თბილისში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მედიას უთხრეს, ადგილზე მისულმა მაშველებმა ლიფტის შახტიდან ორი ცხედარი ამოიყვანეს.

„მაშველები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ ადგილზე და ორი ცხედარი ამოიყვანეს ლიფტის შახტიდან“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.