თბილისში, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა გოგო. ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.