თბილისში, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა გოგო მოკლეს

პუბლიკა

თბილისში, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა გოგო. ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.