თბილისში, ლოტკინის მიმდებარედ კაცის ცხედარი იპოვეს

პუბლიკა

დღეს, თბილისში, ლოტკინის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი კაცი იპოვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მანქანაში იპოვეს.

ტერიტორიაზე, რომელიც სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული, სამართალდამცველები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.