თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. – ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა.
„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.