თბილისში მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

პუბლიკა

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. – ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის  ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.