„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი, რომელზეც პარტიის ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი არიან გამოსახულები, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საღებავით არის დაზიანებული. ირმა ინაშვილი პარტიის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტს facebook-ზე გამოეხმაურა.
„ბოღმისა და ბოროტებისგან გაგიჟდნენ საქართველოს მტრები, გამყიდველები… ჩვენი მიწების ჩამბარებლები!
ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით: აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით! მალე მთელი საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე!!!”, – წერს ინაშვილი.