თბილისში ქალი დაჭრეს - შსს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აწარმოებს

პუბლიკა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში კაცმა ქალი დაჭრა. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, კაცი კი დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

TV პირველთან საუბარში ქალის დედამ განაცხადა, რომ მომხდარის დროს ის და მისი შვილიშვილიც სახლში იყვნენ. მისი თქმით, ქალს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული.

„იმდენი ჭრილობა აქვს ჩემს შვილს, ადგილი არ აქვს  დატოვებული […] შევესწარი ამ ფაქტს. რომ გავიგე, გავედი, ჩემი შვილიშვილი გამოვარდა, როგორც იქნა მამამისი დაიჭირა, გამოათრია აქეთ, რომ შევსულიყავი და მისთვის მიმეხედა“, – თქვა ქალმა.