თბილისში, საცხობში აფეთქება მოხდა. დაშავებულია 2 ადამიანი.

პუბლიკა

თბილისში, ტრანსპორტის ქუჩაზე მდებარე საცხობში აფეთქება მოხდა. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა „პუბლიკას“ დაუდასტურა. უწყების ინფორმაციით აფეთქებას ნგრევა და მსხვეპლი არ მოყოლია

აფეთქების შედეგად საცხობის 2-მა თანამშრომელმა მიიღო საშუალო სიმძიმის დამწვრობა და გადაყვანილი არიან  კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.