თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარია

პუბლიკა

თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარია.

როგორც “პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩაზე გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, რას გაუჩნდა ცეცხლი. უწყების ინფორმაციით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.