თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე თორნიკე თოშხუა დააკავეს.
მას ხელში ეჭირა ბანერი წარწერით „ბიძინა ყ არაა? არის? ”
ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინების მუხლით.
თოშხუა თბილისის საკრებულსთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 26 ივლისსაც დააკავეს, მაშინაც ხელში ბანერის დაჭერის გამო.
კერძოდ, 26 ივლისს თოშხუას ბანერზე იყო წარწერა: „ბიძინა ყ*ეა? კი – არა“.
მის დაკავებას მოჰყვა კიდევ 9 აქტივისტის დაკავება.
29 ივლისს გაიმართა მათი ადმინისტრაციული საქმის სასამართლო პროცესები.
10 აქტივისტის საქმე ორმა მოსამართლემ – ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ განიხილეს.
თორნიკე კაპანაძე სამი აქტივისტის დაკავებაზე მსჯელობდა.
ვასო ბერიძეს მან 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა;
ია მელითაურს შეუფარდა 5-დღიანი პატიმრობა; ია მელითაური წარსულში უკვე ორჯერაა სახდელდადებული პოლიციელის დაუმორჩილებლობის/შეურაცხყოფის მუხლით. ამ მუხლის მესამედ დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
ხოლო თორნიკე თიკარაძის საქმის განხილვა 31 ივლისისთვის გადადო.
რაც შეეხებათ სხვებს – მათი საქმეები ზვიად ცეკვავამ განიხილა და შემდეგი სახდელები გამოიტანა:
- თორნიკე თოშხუას 3000-ლარიანი ჯარიმა;
- მარიამ მეყანწიშვილს – 6000-ლარიანი ჯარიმა;
- ნატო ბოლქვაძეს – 5-დღიანი პატიმრობა;
- შაკო ბაღდოშვილს – 10-დღიანი პატიმრობა;
- ლაშა დგებუაძეს – 10-დღიანი პატიმრობა;
- მარინე ნანავას – 5000-ლარიანი ჯარიმა;
- სანდრო სეხნიაშვილს – 5000-ლარიანი ჯარიმა.