თბილისში შემოსვლა შეზღუდული არაა, შეზღუდვა ეხება შემოვლით გზას - გზების დეპარტამენტი

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის შემოვლით გზაზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა.

როგორც დეპარტამენტში „პუბლიკას“ განუცხადეს, თბილისში შემოსვლა ჩვეულებრივად შესაძლებელია ავტომობილებით.

„არც დიღმის მხარეს და არც ლილოს მხარეს არავისთვის მოძრაობა შეფერხებული არა არის. შემოვლითი გზა უბრალოდ ხალხმა არ იცის რა არის, სამწუხაროდ. ისიც არ იცის, რომ არის განკუთვნილი მაღალი გამავლობის დიდი ტევადობის მანქანებისთვის და თუ შეზღუდვა დაწესდა, ეს არის სატვირთო მანქანებისთვის“, – განუცხადეს „პუბლიკას“ დეპარტამენტში.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლით (შემოსავლელ) საავტომობილო გზაზე, მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ლიპყინულის, ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მოძრაობა დაახოლებით 3 საათის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათი თქმით, ამ ეტაპზე, აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.