თბილისში, სვანეთის ქუჩაზე ხანძარია

პუბლიკა

თბილისში, სვანეთის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი რამდენიმე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. როგორც „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

„რამდენიმე ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა ცეცხლი, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.

უცნობია, თუ რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი.