თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ | დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, წუხელ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს მიმავალი ავტომანქანიდან ესროლეს, სროლას ტრანსფობიური შეძახილებიც ახლდა თან.

„ავტომობილიდან იყო სროლა, ტრანსგენდერი ქალის მიმართ განხორციელდა სროლა, რომელსაც მოჰყვა ტრანსფობიური შეძახილები. ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ. არ ვიცი, რა იარაღი იყო, მაგრამ სისხლი გასდიოდა ნიკაპიდან და ზურგის არედან. მანქანა იდენტიფიცირებულია, მე ამოვიცანი. მიმდინარეობს პირების დადგენა“, – განუცხადა მედიას თვითმხილველმა.