ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალურ ნებართვას დაქვემდებარებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების უნებართვო მიწოდების ფაქტი გამოავლინეს.
„ერთ-ერთი მეწარმე სუბიექტი ელექტრონულ-მექანიკური სათამაშო აპარატით უნებართვოდ აზარტული თამაშობის ორგანიზებას ახორციელებდა“, – აცხადებს უწყება.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში, ამოღებულია ელექტრონულ-მექანიკური სათამაშო აპარატი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.