თბილისში, უზნაძის ქუჩაზე კაცი სავარაუდოდ გაყინული იპოვეს

პუბლიკა

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში შუა ხნის კაცი გარდაცვლილი ნახეს.

ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, ყინვის გამო დაიღუპა.