დღეს თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. თავდამსხმელებმა, სვარაუდოდ, სამჯერ გაისროლეს.
თვითმხილველთა თქმით, სავარაუდოდ, ავტომობილი, რომელშიც თავდამსხმელი იჯდა, იქვე ავტობუსს დაეჯახა და გაიქცა.
ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, ამოღებულია რამდენიმე მასრა.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.