„თეატრალურმა საზოგადოებამ“ მედიკოსები დააჯილდოვა

პუბლიკა

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, „საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ” მედიკოსები დააჯილდოვა.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება, თუმცა Covid-19-ის პანდემიის გამო, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც სახელოვნებო  დარგი გაჩერდა და განსაკუთრებული რაიმე მოვლენა არაფერი მომხდარა.

„თუმცა, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ დაჯილდოების ტრადიცია არ დაარღვია, ხელოვანების ნაცვლად, Covid-19-ის ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლ მედიკოსებს სახელობითი პრემიები გადასცა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ეს ჯილდოებია:

► „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობითი პრიზი  (ვ.ბოჭორიშვილი მედიცინამდე თელავის თეატრის რეჟისორი და მსახიობი იყო) ამირან გამყრელიძეს და თენგიზ ცერცვაძეს გადაეცა.

► ცნობილი კინომსახიობის ლიანა ასათიანის (ქალბატონი ლიანა პროფესიით ექიმი იყო) სახელობის პრიზები მარინა ეზუგბაიას და მარინა ენდელაძეს.

► ექიმის, თბილისის კოლორიტისა და არაერთი დასამახსოვრებელი კინოროლის შემსრულებლის, თემიკო ჩირგაძის სახელობითი პრიზები პაატა იმნაძეს და ლევან რატიანს”.