„ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ. მომწერე პასუხი და არ მომწერის ;;)))" - ბექა ოდიშარია ვახუშტი მენაბდეს კრიტიკაზე

პუბლიკა

„ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ. მომწერე პასუხიბ და არ მომწერის ;;)))” — ასე უპასუხა სოციალურ ქსელში მთაწმინდის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა, ყოფილმა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ იურსიტ ვახუტში მენაბდის კრიტიკას.

ვახუშტი მენაბდემ 10 ოქტომბერს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე, ტროტუარზე პარლამენტის საშვის მქონე მანქანა იყო გაჩერებული. აღმოჩნდა, რომ მანქანა, დეპუტატ ბექა ოდიშარიას ეკუთვნის.

„ყველა თანასწორია მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი. ეს საქართველოს პარლამენტის საშვია. ავტომობილმა რომელზეც ისაა გაცემული მელიქიშვილის ბოლოში ტროტუარზე მოიკალათა. იქვე მეორე ავტომობილია ელიტური ნომრებით. ფეხით სავალი სრულად აქვს გადაკეტილი.

ამის გამო საჯარო სამსახურიდან უნდა ათავისუფლებდნენ.”- დაწერა იურისტმა.