თელავის სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც საკარანტინო სივრცე იყო მოწყობილი ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი“, – აცხადებს შსს.

უწყების განცხადებით, გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით. მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.