საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თელავში დაკარგული ორი მოზარდი 25 მეტრის სიღრმის ხევიდან უვნებლად ამოიყვანეს.
უწყების ცნობით, მოზარდები ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს დაიკარგნენ და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა.
„ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს. მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – აცხადებს უწყება.