ტელეკომპანია „იბერიის“ ყოფილმა 33 თანამშრომელმა დავა სასამართლოში მოიგო

პუბლიკა

პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, პროფკავშირებმა ტელეკომპანია „იბერიის“ ყოფილი 33 თანამშრომლის სასარგებლოდ საქმე საქალაქო სასამართლოში მოიგო.

მათი ინფორმაციით, ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გაუფრთხილებლად გაათავისუფლეს 2018 წლის ოქტომბერში. ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 000 ლარი შეადგინა.

ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიისგან კომპენსაციასა და ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურებას მოითხოვენ. დავა ერთი წელია, გრძელდება.