ტელეკომპანიებს - „რუსთავი 2-ს“,  „პირველსა“ და „კავკასიას“ ინკასო დაედო

პუბლიკა

ტელეკომპანიებს „რუსთავი 2-ს“,  „პირველსა“ და „კავკასიას“ ინკასო დაედო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიები ავრცელებს.

23 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა გადაეფარათ.

„პუბლიკა“ ცდილობს დაუკავშრდეს სხვა ტელევიზიებს, რომლებსაც აქვთ ასევე ბიუჯეტის წინაშე დავალიანება.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეყილება ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს.

„მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას“, – წერს ჯანგირაშვილი Facebook-ზე.