„ტელესკოლა“ BBC-მდე ათი თვით ადრე დავნერგეთ – ჩხენკელი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს უსმენენ. ის სესიაზე სიტყვით გამოდის და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს.

მიხეილ ჩხენკელი ერთ-ერთი მიღწევად ასახელებს პანდემიის პერიოდში სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივ პროექტს – „ტელესკოლას“.

„მაუწყებლობას განაგრძობს უნიკალური პროექტი „ტელესკოლა“. როგორც მოგეხსენებათ, გაკვეთილების ბადე მოიცავს ყველა კლასს და საგანს.  ტარდება აბიტურიენტების საათი. გაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე. საგნები ითარგმნება სომხურს და აზერბაიჯანულ ენებზეც. „ტელესკოლას“ ახლახან დაემატა გადაცემა „სამასწავლებლო“.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ , რომ BBC-იმ მოსწავლეებს „ტელესკოლა“ 2021 წლის იანვრიდან შესთავაზა, როცა ის საქართველოს განათლების სისტემაში ათი თვით ადრე დავნერგეთ“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.