„თელმიკომ” მომხარებლებს ზედმეტად დარიცხული გადასახადი ჩამოაკლო

პუბლიკა

თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ” მომხმარებელს ელექტროენერგიის ზედემტად დარიცხული საფასური ჩამოაკლო.

„ძვირფასო მომხმარებლებო, თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ განახორციელა ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის აუცილებელი კორექტირება. შეცვლილი თანხა სააბონენტო ბარათზე უკვე აისახა და ჩანს გადასახადის გადახდისას. შესწორებული მონაცემი, ასევე აისახება მომდევნო თვის ქვითარში და კორექციის ველში გამოჩნდება. გასათვალისწინებელია, რომ დაკორექტირებული თანხა, ქვითარში მინუსში (-) იქნება ასახული, რაც ნიშნავს, რომ თანხა ირიცხება მომხმარებლის ანგარიშზე“, – ნათქვამია განცხადებაში.