თემქაზე ლიფტის ჩავარდნის შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა

პუბლიკა

თემქაზე ლიფტი ჩავარდა, რომელშიც ექვსი მოქალაქე იმყოფებოდა, დაშავებულია ერთი პირი. შემთხვევა ე.წ. არაშენდას კორპუსში მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებულ ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.